ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს – ტრამპი

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ს ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან სთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.
ტრამპის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ყველამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.
“დიდებული და ძალიან წარმატებული დღე ალასკაზე! ს პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ასევე სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, ნატოს ღრმად პატივცემული გენერალური მდივნის ჩათვლით, საუბარი გავმართე. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და ს შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად ირღვევა“, – დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა დაადასტურა, რომ ორშაბათს ის ვაშინგტონში ზელენსკის მიიღებს, ხოლო თუ ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ჩაფიქრებულია, პუტინთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რაც პოტენციურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი