შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილის ოჯახი დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
„დიდი ხანია, თქვენთან სიახლეებით არ გამოვჩენილვართ… როგორც იცით, ამერიკაში ვართ უკვე მეექვსე თვეა, აქტიურად დავდივართ ვარჯიშებზე, ექიმებთან, სკოლაში… შევხვდით სხვადასხვა პროფილის უამრავ ექიმს… პლასტიკურ და მიკრო ქირურგებს… თვითონვე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ძალიან უნიკალური შემთხვევაა და მხოლოდ ტოპ ექიმებისთვის უნდა მიგვენდო ჩვენი შვილი…
თავიდან გეგმა იყო ასეთი, რომ ყველა კვლევის და ყველა პროფილის ექიმთან ვიზიტის შემდეგ დათის ჩაუტარდებოდა რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია 4 ეტაპად, შემდეგ ჩაუბრუნებდნენ ნაწლავს და ბოლოს დაუხურავდნენ ტრაქეას. ჩავიტარეთ ყველანაირი კვლევა და ვიყავით ყველა ექიმთან, სადაც კი შეიძლებოდა… ახლა, როცა უკვე დადგა დრო, რომ დაიწყონ მოქმედება, ყველა თავს არიდებს, არავინ კიდებს ხელს… ისინიც კი, ვინც უამრავ რამეს გვპირდებოდა თავიდან, ახლა ამბობენ, რომ შეიძლება უფრო დაუმძიმდეთ მდგომარეობა და ამიტომ თავს არიდებენ ქირურგიულ ჩარევას… უდიდესი რისკია იმის, რომ შარდის ბუშტიც დავკარგოთ და იქაც სტომის გამოტანა დაჭირდეს მერე… იმას ყველა აღიარებს რომ ასე დატოვებაც არ შეიძლება, თუმცა ხელს არავინ კიდებს…
ერთ-ერთმა ბოდიშიც კი მოგვიხადა, სამწუხაროდ, გამოდის, რომ თქვენი დრო გავფლანგეთო… გაფლანგული 6 თვის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა ასეთია… გვაქვს საშინლად დეფორმირებული ხერხემალი, კიდევ უფრო მომატებული წონა, დამძიმებული ფსიქიკა… ბევრად უფრო მოდუნებულია და ფაქტობრივად, ვეღარ მოძრაობს, ჭრილობა გაუარესებულია და ტკივილები მომატებული… ამ ვიდეოში უკეთებენ ხერხემლის დამჭერ კორსეტს და ფეხზე ვერ დადგა, რომ ზომები აეღოთ. ღმერთს ვთხოვ, რომ რამე გზა გამოგვიჩინოს და მოგვცეს ძალა მე და ირაკლის, რომ ბავშვი ბოლომდე ფეხზე დაგვაყენებინოს.
სამწუხაროდ, აღარ ვიცი, სხვა რა შეიძლება გაუკეთოთ და სად შეიძლება წავიყვანოთ… ბოლოს ერთ-ერთმა ე.წ ტოპექიმმა ისიც კი გვითხრა, როდემდე უნდა იაროთ ასე, დაუბრუნდით თქვენ ძველ ცხოვრებასო… რანაირად??? ასე ხო არ დავტოვებთ ბავშვს… დაშლილს”, – წერს დათის ოჯახი სოციალურ ქსელში.
Exclusive: “საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი…” – სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა
“დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება…” – ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები