Sportitalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიენცომ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას უბრალოდ არ უმართლებს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
“მესმის, რომ შარშანდელისგან განსხვავებული გუნდი გვყავს, გუნდი ელმასმა დატოვა, ოსიმენი და ანგისა აფრიკის თასზე არიან, კიმის შეცვლა კი სათანადოდ ვერ მოხერხდა.
კვარაცხელია, რომელიც გასულ სეზონში ბრწყინავდა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ყველა ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში იღბალი მის მხარეს არ არის.
დე ლაურენტისის ქმედებები მანერვიულებს, ტრანსფერები აუცილებლად გვჭირდება. მაგალითად, ხვიჩა დისკვალიფიკაციის გამო “ლაციოსთან” მატჩს
გამოტოვებს, ვინ შეცვლის მას? მაცარის სიმეონეს უთამაშებლობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, შემდეგ არგენტინელი საქმეში ვნახეთ, თუმცა ის ოსიმენი ნამდვილად არ არის, ჯოვანი საშუალო დონის თავდამსხმელია. ეჭვგარეშეა, რომ შემადგენლობა უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა დე რიენცომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ შეხვედრას დღეს, 18 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.