“გმირის წოდებისა და ოქროს ვარსკვლავის ორდენის მფლობელი უკრაინის ყველა დამცველი საკუთარ სახლს მიიღებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 დეკემბრის ვიდეომიმართვაში. მისი თქმით „უკრაინა იცავს მათ, ვინც იცავს უკრაინას“.
“ამ ინიციატივით, ყველა, ვისაც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, მიიღებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, გახდა ოქროს ვარსკვლავის ორდენის მიმღები. ყველა, გამონაკლისის გარეშე.” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ასეთი ჯილდო 360-მა უკრაინელმა უკვე მიიღო.
“სახელმწიფო იზრუნებს თითოეულ მათგანზე – როგორც ჩვენთან მყოფებზე, ასევე მათ ოჯახებზე, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყნისთვის. გულწრფელად მადლობას ვუხდი დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობისა და სიმამაცისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ერთ დღეს ყველა გაიგებს უკრაინის თითოეული გმირის სიმამაცესა და ღვაწლის შესახებ უკრაინაში, რომელმაც გაიმარჯვა.“ – აცხადებს პრეზიდენტი.
უკრაინის გმირის წოდება მინიჭებულ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფოს მეთაურმა ბინის 12 მოწმობაც გადასცა, კიდევ 9 ასეთი სერთიფიკატი დაღუპული გმირების ოჯახებს.