“ყველა, ვინც ფილმზე მუშაობდა, საქართველოშია და იბრძვის” – Triborough Film Festival-ის მთავარი ჯილდო “გუდიან კაცს”

ნიუ იორკში გამართულ Triborough Film Festival – ზე ზაზა კავთუაშვილის დამოუკიდებელმა კინოპროექტმა “გუდიანი კაცი” ფესტივალის მთავარი ჯილდო – Astor Awards – გრან-პრი მიიღო. ფილმი შვიდ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა, არც ერთში დასახელდა. სამაგიეროდ, ფესტივალის მასპინძლებმა სცენაზე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ნანიკო კვარაცხელია გრან-პრის გადასაცემად მიიწვიეს.
“ყველა, ვინც ფილმზე მუშაობდა, ახლა საქართველოშია და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის” – განაცხადა მსახიობმა და ფესტივალზე გამარჯვება საქართველოს მიუთძღვნა. მან კინოფორუმის ორგანიზატორებისა და სტუმრებს ზაზა კავთუაშვილის გზავნილი წაუკითხა:
“ყველასთვის ცობილია, რომ კინოწარმოებას დიდი თანხები სჭირდება. მაგრამ ფულზე დიდი რესურსი იყო გული, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებმა პროექტში ჩადეს. ჩვენ საერთოდ არ გქვონდა ფული. გადაღების პროცესი თითქოს საფრენი აპარატის აგებას ჰგავდა, რომელსაც ინტრუქციის გარეშე რწმენითა და ინტუიციით აშენებ. “გუდიანი კაცი” კიდევ ერთი პრეცედენტია, რომ ოცნებები შენი შრომითა და სიყვარულით შეიძლება აიხდინო. გამიხარდება თუ ჩვენი ნამუშევარი ახალგაზრდა კინორეჟისორებს შთააგონებს. მადლობა ჩემ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ საქართველოს, რომ არსებობს მსოფლიო რუკაზე და პლანეტას ამშვენებს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და არასდროს იქნება !”.
კინოფესტივალზე ნომინაციაში “საუკეთესო დრამა” გაიმარჯვა რეჟისორის გიორგი ტყემალაძის ფილმმა “მე შენი ვარ”, რომელიც ისევე, როგორც “გუდიანი კაცი”, ერთი ოჯახის ისტორიას გვიყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია