ამ ბრძოლას ჩვენ მოგვაგებინებს სიცხადე და თანმიმდევრულობა.
რაც სწორია სწორია. რაც არასწორია – არასწორია. “თუ არასწორიც სწორია, და არასწორსაც არაუშავს, მაშინ – არაუშავს და იყოს სტატუს კვო”! – აი ამას ფიქრობს პოლიტიკური დისკუსიის შემყურე სტატუს კვოს ამომრჩეველი. იმ პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, რაც ჩვენ წინააღმდეგ იღვრება მრავალი არხიდან, ჩვენი მხრიდან მოერევა მხოლოდ გამჭოლი სიცხადე და სამხედრო თანმიმდევრულობა!
ყველა ვითომ “მშვიდობის მტრედი” ხართ ან კორუმპირებული, ან გულუბრყვილო. ამ ბრძოლას არც ერთი თვისება გამოადგება, არც მეორე.
