ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და უპირველეს ყოვლისა სანქციები – ჰერჩინსკი

სანქციები ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ისინი ერთსულოვნებას მოითხოვს, მოლაპარაკებები 27 დედაქალაქის ლიდერებს შორის მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
ელჩის თქმით, ის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ამ დარღვევაზე, უნდა დაისაჯოს.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად ნამდვილად არსებობს ვალდებულება, შეწყდეს საუბარი და დაიწყოს მოქმედება.
„მომავალ კვირაში ბრიუსელში სამი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება, ორშაბათს გვექნება საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, მინისტრები განიხილავენ საქართველოს საკითხს, შემდეგ იქნება კიდევ ერთი საბჭოს სხდომა, სადაც ევროპელი მინისტრები განიხილავენ ასევ განიხილავენ საქართველოს საკითხს, შემდეგ კი კვირის ბოლოს იქნება ევროპული საბჭოს სხდომა,სადაც ევროპელი ლიდერები განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ნამდვილად შეშფოთებულნი ვართ ამ მოვლენებით. ევროკავშირის ინსტიტუტების ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად ნამდვილად არსებობს ვალდებულება, შეწყდეს საუბარი და დაიწყოს მოქმედება. სამწუხაროდ, როგორც ხმამაღლა და გარკვევით გითხარით, ეს მოითხოვს წევრი ქვეყნების თანადგომას. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ბრიუსელში მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები დედაქალაქებს შორის, რათა შეთანხმდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.
„მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 27 წევრი ქვეყანა შეძლებს შეთანხმდეს კონკრეტული ზომების მიღებაზე. ჯერ კიდევ არის დრო. მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამიტომ ორშაბათს უნდა დაველოდოთ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და უპირველეს ყოვლისა, სანქციები. სანქციები ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ისინი ერთსულოვნებას მოითხოვს. მოლაპარაკებები 27 დედაქალაქის ლიდერებს შორის მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაზე. მართლაც გული მტკივა იმის ყურებისას, თუ რა ხდება თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ დავგმეთ ეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ამ დარღვევაზე, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
1tv.ge