ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე
არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, – ამის შესახებ სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
დოლიძემ უპასუხა შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობენ.
“თუ ასეთი ხდება [პარტიების კანონმდებლობასთან არათავსებადი გზით დაფინანსება], ამას ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს, ხოლო თუ უბრალოდ მოსაზრებების გაზიარებაზეა საუბარი, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად”, – განაცხადა დოლიძემ.
Previous: სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას