ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არალეგიტიმურია – ეს ჩვენი მიწები და ჩვენი დასაცავია – სალომე ზურაბიშვილი

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არალეგიტიმურია – ეს ჩვენი მიწები და ჩვენი დასაცავია –
გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური – ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი და არის ჩვენი დასაცავი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა არალეგიტიმურია, ეს ჩვენი მიწაა და უნდა დავიცვათ.
„ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.