ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ და ამ პროცესებს წარმართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი – კობახიძე

„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულიიქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ესგადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერკანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით – დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნისგანვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან. ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენმივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს დაჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს – მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრადუკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.