ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც ოცნებების ასრულებას შეძლებენ

ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც ოცნებების ასრულებას შეძლებენ
ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ.
ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს