ყველაშვილი: მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე

“მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების”, — ამის შესახებ ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა -ს მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისი თქმით, “პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ”.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, გლობალური გამოწვევები, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში, უფრო მეტი რწმენის სიყვარული. რატომ ვიძახი ამას: იმიტომ, რომ უდიდესი დღესასწაულია დღეს — ქრისტესშობის და არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობაში, ვიდრე დღევანდელი დღე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენს ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1700 წელს ითვლის, როცა ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას და ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული რას გადაურჩა და რამდენჯერ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე. სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავისთავად ყოფით ნაწილში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვალდებულება და მოვალეობები გვაკისრია და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს პირველ რიგში და ასეც გაგრძელდება. პირველ რიგში, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ” , — განაცხადა “ოცნების” დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა -ს მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ (ტექსტს IPN ავრცელებს).