ყველაფერს, რასაც ვამბობდით, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია – მათგან ჩვენ მოველით სწორი დასკვნების გამოტანას, რაც ავტომატურად მიგვიყვანს ურთიერთობების აღდგენამდე

ყველაფერს, რასაც ვამბობდით, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია – მათგან ჩვენ მოველით სწორი დასკვნების გამოტანას, რაც ავტომატურად მიგვიყვანს ურთიერთობების აღდგენამდე
ის რაც დღეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია. ერთი-ერთში გამართლდა ის, რასაც ვსაუბრობდით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან ისაუბრა საქართველოს მიმართ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც -ის წინა ადმინისტრაცია ატარებდა. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ასეთმა მიდგომამ გააფუჭა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ახლა ამ მოცემულობიდან საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა.
მისივე თქმით, საქართველო აცხადებს მზაობას, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ურთიერთობა უნდა დაემყაროს თანასწორ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.
„ვამბობდით თუ არა, რომ USAID ჩაბმულია საქართველოში დესტაბილიზაციაში და აღიარა, ამხილა თუ არა ეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ; ვამბობდით თუ არა NED-ზე იმავეს და ამხილა თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ; ვსაუბრობდი თუ არა, რომ„ ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ ესაა ევროპის პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამხილა თუ არა ეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ? ყველაფერი, რაც ჩვენ თქვით ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. დასკვნა მარტივია, რომ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის გაუარესდა ზუსტად იმის გამო რომ ორგანიზაციები, როგორიცაა USAID, NED, სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ ფულის მხარჯველი ორგანიზაციები, დაკავებული იყვნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, საქართველოს საზოგადოებაში ჯგუფების ერთმანეთზე წაკიდებით და შუღლის ჩამოგდებით და საზოგადოების ქსოვილის მოშლით, ეკლესიაზე თავდასხმით და ამით საზოგადოების გახლეჩით, ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმის დაფინანსებით და ამით საზოგადოების გათიშვით. ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის გართულებული ურთიერთობები რომელიც საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის არის, ამიტომ ერთადერთი რაც საჭირო არის, ესაა ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. მე წინა ადმინისტრაციაზე ვამბობდი ხოლმე, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო, რომ წინა ადმინისტრაციას ეღიარებინა საკუთარი გადაცდომები და ხშირად მითქვამს კიდევაც, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის, იმისთვის რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ, სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა გაუკეთა იმისთვის, რომ გაეთიშა საზოგადოება და ძირი გამოეთხრა დემოკრატიისთვის. დღეს წინა ადმინისტრაციას რასაც ვსაყვედურობდით, დაადასტურა მოქმედმა ადმინისტრაციამ იმ დონეზე, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალ თანამდებობის პირებს სანქციები დაადო და შეუწყვიტა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები და ხელის გულზე დევს ყველაფერი. თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ არის დადასტურებული, თუ რას ჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და ვხედავთ რეაქციებს დიდი ქვეყნებისა, რომელთაც დიდად შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წონიდან თუ ზომიდან გამომდინარე არ გვაქვს დიდი გავლენა ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე. ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და დაემყაროს ნამდვილ, თანასწორ ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და არა ისეთს, როგორც წინა ადმინისტრაცია – საქართველოს რომ უყურებდა როგორც დაბალ ღობეს და ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ასე განგვიხილავს. რა თქმა უნდა მოველით რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი წარსულიდან, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები და ეს დასკვნები უკვე ავტომატურად მიგვიყვანს შემდეგ ამ ურთიერთობების აღდგენისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა