“ყველაფერს ვაკეთებთ მეტი ინფორმაციის მისაღებად” – თეთრი სახლი ბელგოროდში მომხდარზე

თეთრი სახლი ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესახებ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ ს ბრალდებების შესახებ ინფორმირებულია და დეტალების გასარკვევად მუშაობს.
ამაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, მ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
“არა, არ გვაქვს [მეტი ინფორმაცია]. ვნახეთ ცნობები, თუმცა არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ისინი დავადასტუროთ. ცხადია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ”, – განაცხადა მან.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა და ისინი გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი – 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.