ყველაფერს განიხილავენ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად – ნინო დოლიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე

სამართლიანი ს (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ცდილობს და ამისთვის ყველაფერს განიხილავს. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამას წინასწარ არ ამბობენ, თუმცა არანაირი ზომები არ უნდა გამოვრიცხოთ.
„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ნიშნავს, რომ აშშ ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს ამ რთულ პერიოდში. მათი მთავარი მისიაა, რომ საქართველოში არ იქნეს მიღებული არადემოკრატიული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს და მათი განცხადება იყო, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით. „ქართულ ოცნებას“ კარგად აუხსნეს, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი მომენტი, საიდანაც უკან დაბრუნება იქნება ძალიან ძნელი და რა თქმა უნდა, უთხრეს, რომ არ უნდა მიიღონ ეს კანონი. რაც შეეხება სხვადასხვა ზომებს, ისინი წინასწარ არაფერს ამბობენ, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს უქმნიან. ყველაფერს განიხილავენ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ხედავენ, რომ ქართველი ხალხი მყარად დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად, სწორედ ამიტომ გვიდგანან გვერდით“,- თქვა ნინო დოლიძემ.