„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, – განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე.
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს.