ყველაფერი შეთანხმდა – ალექსანდერ-არნოლდი კარიერას “რეალში” განაგრძობს

Sky Sport Switzerland-ის ცნობით, “რეალმა” “ლივერპულის” მცველის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერის ყველა დეტალი საბოლოოდ შეათანხმა.
ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 2025 წლის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონურად კი 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი “ლივერპულში” 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა და ახლა მისი შემოსავალი გაცილებით აიწევს.
მიმდინარე სეზონში არნოლდმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში