“ყველაფერი ღვთის ნებითაა” – ილია მეორე არჩევნების შედეგებზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარკვებას ულოცავს:
„დასრულდა ს მიერ ს შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ილია მეორის სიტყვებით, „ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს“:
„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.
ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.