“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ” – პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი MMA-ს ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.
Facebook-ზე, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.
ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად”,
– წერია განცხადებაში.
UFC-ის ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში