ყველაფერი, რაც მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლაზე ვიცით

რუსული საინფორმაციო სააგენტოები საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აქ არის ყველაფერი, რაც რუსეთში მომხდარი სროლის შესახებ ვიცით:
· დაუდგენელმა პირებმა, პარასკევს საღამოს, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში, როკ-ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის მსვლელობისას, ცეცხლი გახსნეს – ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
· ს პროკურატურამ თავდასხმას “ტერორისტული აქტი” უწოდა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
· საინფორმაციო სააგენტო „ბრიფის“ ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი დროით 18:30 საათის მონაცემებით, ხელისუფლებას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს.
· საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თავდასხმაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.
· თავდამსხმელებმა, სროლისას ავტომატური იარაღი გამოიყენეს – წინასწარი ინფორმაცია სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა.
· თვითმხილველებმა რუსულ სააგენტოებს განუცხადეს, რომ ბევრი დაშავებული და დაღუპულია.
· რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს ცეცხლი და კვამლი, რომელიც შენობიდან ამოდის.
· „ტასი“ იტყობინება, რომ ხალხი ჯერ კიდევ რჩება შენობაში, რომელიც თითქმის მთლიანად ცეცხლშია გახვეული. სააგენტოს ცნობით, ნაწილი სახურავზეა გამომწყვდეული.
· ადგილზე მობილიზებულია რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური ქვედანაყოფები, ასევე პოლიცია და მეხანძრეები, წერს „ტასი“.
· გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 70-ზე მეტი მანქანაა მობილიზებული.
· მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.