„სიამოვნებით მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რა ხდება უკრაინის მიმართულებით ჩვენთვის მისაღები შედეგების, მშვიდობიანი საშუალებებით ჩვენთვის საჭირო შედეგების მიღწევის კუთხით“, – განუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბიშკეკში პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე, როცა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო პროცესს შეეხნენ. „ცხადია, სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი“, – განაცხადა პუტინმა.
ლუკაშენკას პასუხი:
„უკრაინას რაც ეხება, ხშირად გვსაყვედურობენ, იცით დასავლელებთან, ამერიკელებთან დიალოგები. როცა ასეთ ლაპარაკს იწყებენ, მე ვუსვამ კითხვას: რა, არ იცოდით, რომ მხოლოდ მონათესავე ხალხი კი არ ვართ, იურიდიულად დასაბუთებული მოქმედებები გვაქვს, ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ? ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამერიკელებიც კი არასდროს სვამენ ამ საკითხს, არასდროს“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, რომელიც იმედოვნებს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მხრივ „ყველაფერი ნორმალურად იქნება, გამომდინარე უკანასკნელი მოვლენებიდან, თუ ამერიკელებს – უკვე საჯაროდ ვიტყვი, რომ მათთვის ნათქვამი მაქვს, ფრთხილად მოიქცნენ – ეცოდინებათ, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი და გადაჭრაც არამარტივი სჭირდება“.
პუტინი და ლუკაშენკა 26 ნოემბერს ბიშკეკში შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ყირგიზეთში ერთ დღეს ჩავიდნენ, პუტინი – სახელმწიფო ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი კი – სამუშაო ვიზიტით.
27 ნოემბერს ყირგიზეთის დედაქალაქში გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი.




