ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი – არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით

ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი – არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით
ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ყველაფერი მიეცემა მივიწყებას, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, მ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მან იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, გამოეხმაურა რადიკალების განცხადებებს ს ქველმოქმედებაზე.
„ეს გზა გამოიარა დავით სარაჯიშვილმა, ეს გზა გამოიარა იაკობ გოგებაშვილმა. უფრო მეტსაც ვიტყვი – ილია ჭავჭავაძის ბოლო წლები რომ გაიხსენოთ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ასევე იყო ნიკო ნიკოლაძე და ასე შემდეგ. ანუ, ყველა დიდი მეცენატი და არა მარტო საქართველოში, ხშირად გადიოდა ამ გზას. სწორედ ამაშია მეცენატობის განსაკუთრებულობა და ეს არ არის მარტო მეცენატობა ამ შემთხვევაში. ამას ვერ დავარქმევთ მარტო ქველმოქმედებას. ეს არის დიდი ისტორიული ფაქტი. ყველაფერი დღეს რაზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკოსმა ეს თქვა, იმან – ის, ყველაფერი ეს მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ამა და ამ კაცმა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ყველაფერი მიეცემა მივიწყებას, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით“, – აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს