“ყველაფერი მედიის მოგონილია” – ბენზემა “ალ-იტიჰადის” დატოვებაზე

“ალ-იტიჰადის” ფრანგმა ფორვარმდა L’Équipe-თან საუბარში უარყო, რომ ს კლუბის დატოვებას აპირებს.
როგორც ვეტერანმა თავდამსხმელმა განაცხადა, ყველაფერი მედიის მოგონილია და გავრცელებული ინფორმაციები სიცრუეა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ “რეალის” ყოფილ შემტევს “ალ-იტიჰადის” დატოვება და ევროპაში დაბრუნება უნდა. ითქვა ისიც, რომ ფრანგს კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო გალიარდოს კონფლიქტი აქვს, რაც თავად კარიმმა არ დაადასტურა.