„ყველაფერი კარგად იქნება“ – დაპატიმრებულმა დემონსტრანტებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს

დღეს, 27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს „ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებულებმა. 8 დემონსტრანტის სასამართლო პროცესი, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად, დასასრულს უახლოვდება.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა, რომ განაჩენს, სავარაუდოდ, ორ სექტემბერს გამოაცხადებს. სხდომაც ამ დღეს, 12:00 საათზე დანიშნა.
ტრადიციულად სავსე დარბაზში მორიგი სხდომა დღეს დაახლოებით პირველი საათისთვის დაიწყო.
რეპლიკების ეტაპზე პროკურორებმა თქვეს, რომ „რეპლიკა არ აქვთ”. სასამართლო საბოლოო სიტყვების ეტაპია. ეს არის ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.
დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ბრალდებულება:
· ზვიად ცეცხლაძემ,
· ნიკოლოზ ჯავახიშვილმა,
· გიორგი გორგაძემ,
· თორნიკე გოშაძემ,
· ინსაფ ალიევმა,
· ვეფხია კასრაძემ,
· ვასილ კაძელაშვილმა,
· ირაკლი მიმინოშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ