ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იზრუნებს ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე.
„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად.
მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას.
როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, უსამართლობა, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის დაცვასა და რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია