“ყველაფერი ერთ ქალში” – ნინო სურგულაძის შთამბეჭდავი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

ამჯერად ნინო სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს:
“ვგიჟდები ამ საოცრად წარმატებული გოგოზე! ვამაყობ, რომ ქართველია და ბედნიერებას ვუსურვებ”, “ფანტასტიკური ნინო”, “ყველაფერი ერთ ქალში” – წერენ კომენტარებში.
“რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი – მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა… გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია – ნატალია და ზაქარია” – რას ჰყვება ნინო სურგულაძე საკუთარი ბავშვობის, მეუღლისა და შვილების შესახებ.
ნინო სურგულაძის რჩეული ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია. წყვილს 2020 წლის ივნისში ტყუპი, ზაქარია და ნატალია შეეძინა:
“სიტყვები, განცდები, გრძნობები – მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის…“ – წერდა მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ