ყველაფერი ერთ მოწყობილობაში — ახალი 3D სკანერი

THREE მრავალფეროვნებას, სიზუსტესა და თავსებადობას აერთიანებს, რითაც Matter&Form-ის, 3D სკანირების პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის უახლეს იდეას გვაცნობს. საშუალებას გაძლევთ, ობიექტები წარმოუდგენელი სიზუსტით დაასკანეროთ. არსებული ტექნოლოგიის წყალობით, მხოლოდ ფორმების კი არა, ფერების დანახვაც შეუძლია, ყველაზე ნათელ დეტალებშიც კი…
ტრადიციული 3D სკანერები თუ მომხმარებლებს ობიექტების ვიწრო დიაპაზონს სთავაზობს და მათ განსხვავებული მასშტაბებისთვის მრავალი სხვა მოწყობილობაც სჭირდებათ, ახლა მხოლოდ THREE-თ შეეძლებათ ამ ყველაფრის კეთება. თანამედროვე სინათლის პროექციის ტექნოლოგიითა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერებით იგი რამდენიმე სკანერის საჭიროებას ერთ ყოვლისმომცველ ხელსაწყოში აერთიანებს.
ამგვარად, მრავალი მიზნისთვის ხდება შესაფერისი, იქნება ეს ვინტაჟური მანქანის ნაწილის კლონირება, თქვენი ციფრული გალერეისთვის ქანდაკების გადაღება თუ დიზაინების მომზადება 3D პრინტერისთვის. როგორც კრეატორები გვეუბნებიან, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი და იგივე აღჭურვილობა, როგორც „ნამდვილი, ისე სათამაშო მანქანის დასასკანერებლად“.
ხოლო ChromaSpec ალგორითმით THREE-ისთვის აღარც ფერებია პრობლემა, მას ჩრდილებიც შეუძლია განასხვაოს სრული ფერის სპექტრის გამოყენებით. ამგვარად, მომხმარებლებს აღარც სკანირების სპრეი დასჭირდებათ, რომლებსაც ტრადიციულად რთული ტექსტურებისა თუ ტონების გადასაღებად მიმართავენ.
THREE ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანებისთვისაცაა, რომელთაც საკუთარი 2D და 3D კომპიუტერული პროექტებისთვის გამოიყენებენ… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ნებისმიერი თანამედროვე ვებბრაუზერისთვის ხელმისაწვდომია, იქნება ეს Chrome, Safari, Firefox თუ Edge — გახსენით თქვენი ბრაუზერი ნებისმიერ მოწყობილობაზე და სულ ეს არის. THREE სერვერის მსგავსად იქცევა, ინახავს თქვენს პროექტს შიდა მეხსიერებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მუდმივი ინტერნეტ კავშირი სჭირდება, რაც მონაცემთა კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების კუთხით ნამდვილად გამართლებული გადაწყვეტილებაა.
დაბოლოს, თუ მსგავსი ტექნოლოგიები ძირითადად სამრეწველო გამოყენებისთვისაა გამიზნული და ათასობით დოლარი ღირს, ახლა THREE-ის სამომხმარებლო დონისთვის განიხილავენ. ხოლო, თუ გსურთ, სკანერის განვითარებას ადევნოთ თვალი, რომელმაც 200 000 დოლარის ინვესტიცია უკვე მოიზიდა, მაშინ ამ ლინკს მიჰყევით…