ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება – კალაძე აშშ-ის პარტნიორობაზე

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება.
ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ სთან მიმართებით, როგორ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია აღნიშნული განცხადებები. ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება. ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და ისეთი ურთიერთობა, როგორიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა შეაფასა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, მ.
“1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. 5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები…”, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.