იტალიის სერია “ა” ქართველების გარეშე უკვე წარმოუდგენელი გახდა, არადა, ცოტა ხანი ასეც იყო, სანამ საბა გოგლიჩიძე “უდინეზეში” არ ჩაირიცხა.
21 წლის გოგლიჩიძის პროგრესს ჩვენ თვალწინ ვხედავდით, ის იტალიურ ფეხბურთს იოლად მოერგო. მართალია, მისმა გუნდმა მოუკლო და დაქვეითდა, მაგრამ შეუძლებელი იყო, ქართველი მცველის თამაშის წაკითხვა, ორთაბრძოლებში შესვლა და პასის კულტურა არ შეემჩნიათ. ასეც მოხდა.
შესაძლოა, “უდინეზე” “მილანი” და “იუვენტუსი” არაა, მაგრამ 21 წლის ბიჭისთვის ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, უფრო სტაბილურ და ძლიერ გუნდში. აქედან იტალიური გრანდები მართლაც ახლოსაა, თუნდაც მილანი არც ტერიტორიულადაა შორს. ამასობაში, საქართველოს ნაკრებში მისი მნიშვნელობა სულ უფრო გაიზრდება.
“უდინეზეს” საერთაშორისო ტიტული აქვს. 2000-01 წლებში დღეს გაუქმებული ინტერტოტოს თასზე გაიმარჯვა. ამ გუნდის მეტსახელი “პატარა ზებრებია.” სტადიონის სახელმა ცვლილება განიცადა და ახლა ასე იკითხება “ბლუენერჯი – სტადიო ფრიული”. აქ მალე პსჟ ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებს.
უდინელებს გასული სეზონი წარმატებული არ ჰქონიათ, მაგრამ აქ გერმანელ კოსტა რუნიაიჩს მაინც ენდნენ. ეს სპეციალისტი სამი ცენტრალური მცველით თამაში, რაც საბა გოგლიჩიძისთვის ასე ნაცნობია. მარჯვენა ცენტრალურო მცველი გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდის” ყოფილი წევრი, უკვე 34 წლის ბელგიელი კრისტიან კაბასელეა. “ლიდსში” წავიდა სლოვენიელი იაკა ბიჟოლი. ჩვენებური სასტარტოში ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს.
“უდინეზეს” ყველაზე გამოცდილი სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელი 36 წლის ჩილელი, ალექსის სანჩესია.
9 აგვისტოს ბრემენის “ვერდერთან” ორი ამხანაგური მატჩია, სადაც თამაშის საშუალება ყველას მიეცემა და მათ შორის, გოგლიჩიძეც უნდა ვნახოთ, ტრავმის გამო რომ გაუცდა. 18 აგვისტოს “კოპა იტალიაზე” “კარარეზესთან” შეხვედრაა, რასაც 25 აგვისტოს სერია “ა”-ს სტარტი და “ვერონას” მასპინძლობა მოჰყვება. 31 აგვისტოს “ინტერთან” სტუმრობაა, ამის შემდეგ კი საბა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
“სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით” – “პარი ნიჟნი ნოვგოროდმა” “ორბის” უპასუხა
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს – გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
გადაწყდა – გოგლიჩიძე კარიერას “უდინეზეში” გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი – გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები – რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი “უდინეზესთან”
თუ ლეონი წავა – გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
