“ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ უჭირთ ძალებში” – ვის აცვია რობოკოპის ფორმა?

“ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ უჭირთ ძალებში” – ვის აცვია რობოკოპის ფორმა?
ს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც აქციაზეა, რუსთაველის მოედანზე, ტვ პირველთან, პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ შესაძლოა, სულაც არ იყვნენ რობოკოპებში ქართველები და ამბობს:
ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და თქვენ ხედავთ, როგორ უპირისპირდება ბავშვებს. უჭირთ ძალებში, გადააცმევენ ხან სასაზღვრო პოლიციას, ხან სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელს და გამოყავთ. ის დაჯგუფება რეალურად, რომელიც ხალხზე ძალადობს, საბედნიეროდ ძალიან ცოტაა, პატრული ცდილობს არ ჩაერიოს და დაკავებულებიც ამბობენ, რომ პატრული ნორმალურად იქცევა. ამიტომაც ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ დაიღლებიან. სახელმწიფო მუშაკები აკეთებენ განცხადებებს, ბევრი გამოვა კიდევ და ბევრი განცხადება გაკეთდება, ნგრევის პროცესი დაწყებულია და მიდის კარგი სიჩქარით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ქართველი ხალხი არასოდეს ეუგუება დაჩაგვრას და თავისუფლების წართმევას. ამ ადამიანებს, ეძახიან უსამშობლოებს, ეძახიან ისინი, ვიცი მშობლებიც 9 აპრილს წერდნენ “დანოსებს” და ახლა არიან ქართული ოცნების მრჩევლები.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ დატოვა პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც მუშაობდა მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე – მოსთხოვეს, თუ არა, მას აქციის მონაწილეთა დარბევა, ის ამაზე არ წერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს