„ყველას უჭირს იმაზე საუბარი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“ – კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, „ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის აგრესიამ, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის“.
ზე მან 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის შემდეგ ისაუბრა:
ამასთან ერთად, მ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უსურვებს და იმედი აქვს, რომ ომი მალე დასრულდება.
„ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ. განსაკუთრებით მძიმეა უკრაინელი მეგობრებისთვის. რთული ვითარებაა. 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული რუსეთს, ვიდრე ომის დაწყებამდე. 40-მილიონიანი მოსახლეობიდან არის 10 მილიონი ლტოლვილი. განადგურებულია ინფრქსტრუქტურა. უკრაინას აქვს ეკონომიკური პრობლემები, 30%-ით შემცირდა ეკონომიკა გასულ წელს. აქედან გამომდინარე ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდამჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას. 600-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას, აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც გმობდა რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერდა უკრაინას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, ომი მალე დასრულდება. უკრაინას ვუსურვებთ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – ასე უპასუხა კობახიძემ „მთავარი არხის“ კითხვას.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, – მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, – კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც. ზუსტად, როგორ დასრულდება ომი, საუბარი უჭირს ყველას“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge