ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე
ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, დარბევის დროს ადამიანებს გასვლის საშუალება არ მისცეს და ისე სცემეს, რომ ყველას თავი ჰქონდათ დახეთქილი. „საშინლად სცემეს ადამიანები. კინოთეატრ „რუსთველშიც“ შევარდნენ.
უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. ისე გააკეთეს, რომ ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, შიდა სივრცე სადაც არის, რომ ვერსად ვერ გაქცეულიყვნენ. თითქმის ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი, ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ხელბორკილები რომ დაადეს, მერე ეს ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს, შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ იმ ადამიანებს. მერე დაამწკრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს მსვლელობით, წაიყვანეს საპატიმროებში“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის