„ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” — პაპუაშვილი ზუკა ბერძენიშვილზე

„რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული ყველას ვამხელთ“ — აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელიც ზუკა ბერძენიშვილს ეხება.
თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ზუკა ბერძენიშვილის ფოტოები უჩვენა, რომელიც სწორედ პაპუაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან მალევე სცემეს.
დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ მისი დღევანდელი განცხადება სულ მცირე ძალადობის წახალისებაა:
“ახალგაზრდა კაცს თქვენი განცხადების შემდგომ, თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები ასე უსწორდებიან“ — თქვა თეონა აქუბარდიამ.
დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და სიცრუესა და მანიპულაციაში დაადანაშაულა:
„სამარცხვინო ტყუილები რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე საუბრობთ. როდესაც ტერორით არიან დაკავებული ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი…“ — ამბობს და აცხადებს, რომ „ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ამხელენ“.
ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი წევრია, დღეს დილით საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ იმ დროს, როცა სამსახურში მიდიოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ზუკა ბერძენიშვილის მეგობარმა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა. ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ამ თავდასხმამდე დაახლოებით 1 საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით, უპირისპირდებიან პირადად და ემუქრებიან სოციალურ ქსელში. პაპუაშვილმა დაასახელა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის – ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ნიკოლეიშვილი, და ისინი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებად მოიხსენია. თუმცა არც ბერძენიშვილი და არც ნიკოლეიშვილი „სირცხვილიას“ წევრები წლებია აღარ არიან.
3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც, თუმცა თავის დაღწევა მოახერხა. მაშინ, ბერძენიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გურიაში, სოფელში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას