ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა
ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი.
„ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე, პედაგოგებზე და მოსწავლეებზეც კი, სკოლის მოსწავლეებზეც. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. და არის ე.წ. ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე, გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით, ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფულით, ეს არის ბიზნესის რეკეტითა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფულით.
ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებენ ხელფასად და ახლა ცდილობენ, შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამარტო ხელფასად იღებენ, მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს, ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა შეჭრას, გუშინწინ, თუ არ ვცდები, შეიძლება გუშინაც იყო, თავად არის „ქოლცენტრის“ მფლობელის მეუღლე.
ამ კაცს აქვს „ქოლცენტრი“ ეთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, არ დავაკონკრეტებ, ასეთი ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ დავიცავთ ყველას ლიბერალური ფაშიზმისგან, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ყველას დავიცავთ ამგვარი ე.წ. ბულინგისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან, ამას გავაკეთებთ მთელი პასუხისმგებლობით,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში