“ყველას დაგირიგებთ” – წულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოიცა

თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოიცა – დღეს “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მალე ინგლისური თარგმანიც მზად იქნება.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ანგარიში გამოიცა. თქვენც დაგირიგდებათ, მედიასაც დაურიგდება. ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და ბეჭდვისთვის მზადდება. რამდენიმე კვირაში იქნება მზად და დაეგზავნება ყველა რელევანტურ ორგანიზაციას, საელჩოს და ასე შემდეგ“ – თქვა დღეს, 17 დეკემბერს შალვა პაპუაშვილმა სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ის ცნობილი იმითია, რომ ამ კომისიაზე არმისვლის გამო, პოლიტიკური ლიდერები ციხეებში გამოკეტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა