ყველასათვის საყვარელი დესერტის ,,ძეხვის“ განსხვავებულ ვერსია

შემოგთავაზებთ ყველასათვის საყვარელი დესერტის,  უგემრიელესი და ძალიან არომატული ,,ძეხვის“ სრულიად განსხვავებულ ვერსიას. მოსამზადებლად არ გჭირდებათ კარაქი, ორცხობილა, შაქარი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფინიკი 250 გრ
  • გარგრის ჩირი 250 გრ
  • სეზამის მარცვლები 100 გრ
  • მზესუმზირის გული 50 გრ
  • ქეშიუ 150 გრ
  • ფორთოხლის ცედრა 1 ს. კ.
  • დარიჩინი 1-2 მწიკვი
  • კარდამონი (ილი) მწიკვი

მომზადების წესი:

  1. ფინიკს კურკა გამოაცალეთ, დაამატეთ გარგრის ჩირი, დაასხით ცხელი წყალი და ჩაალბეთ 15 წუთი.
  2. შემდეგ გადაწურეთ, შეაშრეთ ხელსახოცით და გაატარეთ.
  3. ქეშიუ და სეზამის მარცვლების ნახევარი მსუბუქად მოხალეთ და ცხელივე დაამატეთ გატარებულ მასას.
  4. თანდათან შეურიეთ დარიჩინი, კარდამონი, ფორთოხლის ცედრა, მზესუმზირა.
  5. მომზადებულ მასას მიეცით ძეხვის ფორმა, მოაყარეთ დარჩენილი სეზამი და შემოახვიეთ საკვების ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი.
  6. უგემრიელესი დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.

შემადგენლობა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით და მოსამზადებლად გამოიყენოთ: ნიგოზი, ნუში ან სხვა თხილეული, შავი ქლიავის ან ლეღვის ჩირი, ლიმონის ცედრა, გამომშრალი მოცვი. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს