“ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო” – ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

“ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო” – ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა
“და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, მე­უღ­ლეს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია“, – ამ­ბობს ჩემ­პი­ო­ნი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.
ცნო­ბი­სათ­ვის: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2019 წელს. ასე­ვე, არის ახალ­გაზ­რდებს შო­რის ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2019, მა­რა­კე­ში, ვან­ტაა, 57 კგ); ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2016, ვან­ტაა, 57 კგ.) და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი (2016, ან­ტა­ლია, თურ­ქე­თი, 57 კგ.). ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­კი­ოს 2020 წლი­სა და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დებ­ში და ორი­ვე ტურ­ნირ­ში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.
11:08 / 18-06-2025 ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.
“და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, მე­უღ­ლეს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია“, – ამ­ბობს ჩემ­პი­ო­ნი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.
ცნო­ბი­სათ­ვის: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2019 წელს. ასე­ვე, არის ახალ­გაზ­რდებს შო­რის ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2019, მა­რა­კე­ში, ვან­ტაა, 57 კგ); ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2016, ვან­ტაა, 57 კგ.) და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი (2016, ან­ტა­ლია, თურ­ქე­თი, 57 კგ.). ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­კი­ოს 2020 წლი­სა და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დებ­ში და ორი­ვე ტურ­ნირ­ში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.
ლენ­ტეხ­ში და­ვი­ბა­დე. 8 წლის ასაკ­ში შე­ვე­დი ძი­უ­დო­ზე, რად­გან ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი ენერ­გია სად და­მე­ხარ­ჯა, თა­მა­შით არ ვიღ­ლე­ბო­დი. ჩემ­თან ახ­ლოს იყო ძი­უ­დოს დარ­ბა­ზი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე ვარ­ჯი­ში და­მე­წყო. თა­ვი­დან გა­სარ­თო­ბად მი­ვე­დი, რა თქმა უნდა, იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, რომ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გავ­ყო­ლო­დი ძი­უ­დოს ან ჩემი მო­მა­ვა­ლი მას­ზე ამე­წყო. ძი­უ­დო­ში ასამ­დე ბიჭი ვარ­ჯი­შობ­და და ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე წელ­ში მივ­ხვდი, რომ ეს გარ­თო­ბა არ იყო, არა­მედ უფრო მეტი… ბი­ძა­ჩემ­მა მალ­ხაზ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა შე­მა­ტყო, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და გა­და­წყვი­ტა თბი­ლის­ში წა­მო­ვეყ­ვა­ნე. დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო (სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს – ერთი ძმა და 2 და), არ უნ­დო­და ჩემი თბი­ლის­ში გაშ­ვე­ბა, ძნე­ლია, მშო­ბელს შვი­ლი მო­ა­ცი­ლო და შორს წა­იყ­ვა­ნო. დე­დას მი­აჩ­ნდა, რომ ძი­უ­დო გო­გოს საქ­მე არ იყო, უნ­დო­და ცეკ­ვა­ზე მევ­ლო ან სხვა სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. მათ შო­რის, ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც – ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო. ჩემ­თვის გული რომ აეც­რუ­ე­ბი­ნათ, იმა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სხე­უ­ლი და­მი­მა­ხინჯდე­ბო­და, ვერ გა­ვიზ­რდე­ბო­დი და ა.შ. მამა იმ დროს ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და იქი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ხელს მი­წყობ­და და ცდი­ლობ­და სპორ­ტის­თვის თავი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ოჯა­ხის და დე­დის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი მაძ­ლი­ე­რებ­და – იმ­ხა­ნად უკვე მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და ამ მიზ­ნებ­თან და ოც­ნე­ბებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. არა­ვის ვუს­მენ­დი და მა­ინც ჯი­უ­ტად მი­ვი­წევ­დი წინ, მინ­დო­და ამ სპორ­ტში ჩემი სი­ტყვა მეთ­ქვა და სა­ხე­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს გა­მო­მი­ვი­და და დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, აი, რომ გიშ­ლი­დით, არ გვინ­დო­და ძი­უ­დო­ზე გევ­ლო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ დაგ­ვი­ჯე­რე და შენი გა­ი­ტა­ნეო.
განაგრძეთ კითხვა
[VIDEO] ისტორიული დღე – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] ისტორიული დღე – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!