ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ – ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, “კესარია მოკლეს-სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს”.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ნარატივიც” კი გაშალეს – თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა. მისივე თქმით, ადამიანურ უბედურებებსაც კი პოლიტიკური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებენ.
“რა საოცარი დამთხვევაა, რომ ეს ნაძირალა ჩამოვიდა, კანონი დაამუნათა, მთელ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ გაიწვიეთ უკანო და კანონის მესამე მოსმენის დღეს, იმ საცოდავს კლავენ?! თან რა ბედნიერების ყიჟინა დასცა კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ ნახეთ? ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ “ნარატივიც” კი გაშალეს – თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა…
როგორ აყროლდით თქვე საცოდავებო, ნეტა იცოდეთ? ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ! დარწმუნებული ვარ, ყველანაირ ბუნდოვანებას გასცემს პასუხს, სამართალდამცავი უწყებები და თქვენი ბინძური “როთის ნარატივების” უკან მირთმევა მოგიწევთ!”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია