ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე

ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს, სადაც ნათქვამია, რომ “ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.”
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით ჩაახშო რევანშისტების ნარატივი “ჩრდილოვან მმართველობაზე” და “ქართულ ოცნებას” დამატებითი ზურგის ქარი მისცა. “მართებულად აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე.
საზოგადოებასთან ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა შეუფასებელმა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე. კულუარული მმართველობა კოგნიტურად დაქვეითებული ჯო ბაიდენის ამერიკაშია მოსაკითხი, რაზეც არაერთი დასავლელი აქტორი ამბობს, რომ ობამას მესამე ვადის ხელისუფლებაა. ჩვენს საზოგადოებას სიბეცე და ჩამორჩენილობა არასოდეს ახასიათებდა.” – წერს აბაშიძე.
Previous: არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – ნინო ფოჩხუა

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად