ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა

ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა
არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას და დღევანდელი დღე არის მათი იმდროინდელი გამოცდილებისა და ჩვევების გამოვლინება, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ. მან ისაუბრა იმ ინციდენტებზე, რომელიც ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მოხდა.
„ამ უბანს მოუვარდნენ დღეს მეორედ და ცდილობდნენ პროვოკაციას. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები შედიან უბანზე, აბულინგებენ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს დან და ა.შ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა კოდუამ.
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები ჯერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში

“ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლის პრობლემები მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა