“ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა” – ენმ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეებმა თეთრი ქსოვილი შავი წერტილით ფანჯრებიდან გადმოფინონ, როგორც გაყალბებული არჩევნების სიმბოლო.
“გვაქვს ერთი წინადადება ქართველი საზოგადოებისთვის. ეს ყველას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს. გვინდა, რომ მთელს ქალაქში და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანაშიც ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი გადაიქცა. ჩვენი წინადადებაა, რომ ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრი; რომ ეს საკითხი გვაწუხებს; რომ მარტო ერთ ადგილას კი არ ხდება აქცია, არამედ მთელს ქალაქში და ქვეყანაში” – განაცხადა პარტიის მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსზე ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!