ყველამ კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც შავ სიაში არიან – თეონა აქუბარდია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისადმი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სამოქალაქო სექტორის განცხადებები გამჭვირვალეა.
“თინა ხიდაშელს ჰქონდა განცხადება ამასთან დაკავშირებით და დაფინანსება სამოქალაქო სექტორის რომ გამჭვირვალეა, სწორედ ამიტომ არის ცნობილი ეს ბატონი შალვა პაპუაშვილისთვის. ყველამ ძალიან კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც არიან შავ სიაში,” – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს – მისი შეფასებით, ქვეყანა ახლა ევროინტეგრაციაზე უნდა კონცენტრირდეს და არა ჩინური კომუნისტური პარტიის გამოცდილების იმპორტზე.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას