ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია და ამაში დარწმუნდება ყველა

ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია და ამაში დარწმუნდება ყველა
რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულებების მიტანა.
„ვნახოთ, რას მიიტანენ. რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა