ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “ბარსელონა” “ანტვერპენს” ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფური ეტაპი “ბლაუგრანას” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ 1 გოლით დაასრულა.
ეს ერთი ზუსტი დარტყმა პოლონელმა პირველ ტურში სწორედ ბელგიური გუნდის წინააღმდეგ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ თავისი 12 წლის წინანდელი ანტი-რეკორდი გაიმეორა. მან 2011/12-წლების სეზონში “დორტმუნდის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო.
