ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოჩნდა

ანალიტიკურმა პორტალმა Numbeo-მ 2025 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროები აღმოჩნდა: ქვეყანამ პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ ანდორა და კატარი.
კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომხმარებლების მიერ მოწოდებულ მონაცემებს.
Numbeo-ს მიხედვით, 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ტერიტორია:
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ანდორა
კატარი
ტაივანი
მაკაო
ომანი
მენის კუნძული
ჰონგ-კონგი
სომხეთი
სინგაპური