ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში თბილისი 46-ე ადგილზეა – Numbeo

სარეიტინგო კომპანია Numbeo-ს უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, 382 ქალაქს შორის, თბილისი 46- ადგილზეა.
პლატფორმა მსოფლიოს 382 ქალაქს შესაბამის შეფასებას რამდენიმე კრიტერიუმით ანიჭებს. ესენია: კრიმინალის დონე, მარტო გადაადგილების უსაფრთხოება, ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმის სიხშირე, დისკრიმინაციის შემთხვევები, ნარკოტიკის მოხმარების დონე და სხვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქალაქებს 0-დან 100-მდე ქულით აფასებს.
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქებად არაბული ქალაქებია მიჩნეული. Numbeo-ს ინდექსის მიხედვით, ყველზე უსაფრთხო ქალაქებად აბუ-დაბი, დუბაი, გუჯრანვალა, აჯმანი და დოჰა ითვლება.