“ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები” – ანხელ დი მარია

“ბენფიკას” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში სახელად “Breaking Down the Wall” ლუი ვან გაალის შესახებ ისაუბრა.
დი მარიამ აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ყველაზე საშინელ მწვრთნელად მიიჩნევს, ვისი ხელმძღვანელობითაც უთამაშია.
“ლუი ვან გაალი ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვისთანაც კი მიმუშავია და ამის გამეორებით არ დავიღლები. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდები დავამარცხეთ, საკუთარი სიტყვების შეჭმა მოუწია, რადგან ამბობდა, რომ ჩვენ ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებდით”, – განაცხადა დი მარიამ.
შეგახსენებთ, არგენტინელი “იუნაიტედში” 2014/2015 წლებში იცავდა და “მანკუნიანელთა” მაისურით სულ 27 მატჩი
ჩაატარა.