2025 წლის 5 ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, CNBC-მ გამოაქვეყენა. ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, ჩამონათვალში შედის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავენ, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის მომავალს ქმნიან.
ყველაზე რევოლუციური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ამერიკული Anduril-ია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დრონებს ქმნის, მეორეზე კი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ა.
CNBC-ის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 5 წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შემდეგია:
Anduril – $31 მლრდ (ქმნის და ტესტავს დრონებს აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის)
OpenAI – $300 მლრდ (ChatGPT-ის, DALL·E 3-ისა და Sora-ს შემქმნელი)
Databricks – $62 მლრდ (აწყობს და აანალიზებს მონაცემებს ღრუბლოვან სისტემაში)
Anthropic – $62 მლრდ (ქმნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ AI-ს, როგორიცაა Claude)
Canva – $32 მლრდ (იძლევა ყოველდღიურად მილიონობით დიზაინის შექმნის შესაძლებლობას)
