ყველაზე პოპულარული და სუსტი 10 პაროლი, რომელიც ახლავე უნდა შეცვალოთ

NordPass-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 4,3 ტერაბაიტის მოცულობის პაროლების ბაზა, რომელიც საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი 2023 წელს მონაცემთა გაჟონვის შედეგად და ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ყველაზე სუსტი 200 პაროლის სია შეადგინეს.
ტოპ ათეული წლიდან წლამდე პრაქტიკულად უცვლელი რჩება და შედგება უმარტივესი ციფრული კომბინაციებისგან, რომელთა ამოცნობა შესაძლებელია წამზე ნაკლებ დროში.
· 123456
· admin
· 12345678
· 123456789
· 1234
· 12345
· password
· 123
· Aa123456
· 1234567890
NordPass-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ძლიერი პაროლების მოძულეები არიან ძირითადად სტრიმინგის სერვისების მომხმარებლები. სხვა პოპულარული ვებსაიტების მომხმარებლებთან შედარებით, ისინი უმარტივეს კომბინაციებს ირჩევენ თავიანთი ანგარიშების დასაცავად.
ტოპ 200-ში შეტანილ შედარებით რთულ ვარიანტებს შორისა: Eliska81 (40-ე ადგილი და 3 საათი გატეხვისთვის), vodafone (113-ე ადგილი და 3 საათი გატეხვისთვის), undefined (151-ე ადგილი და 16 საათი გატეხვისთვის).