2025 წლის II კვარტალში ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური – მშენებლობის სექტორში. ამის შესახებ აღნიშნულია BAG ინდექსში, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება.
ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ.
BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, რა დროსაც კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.
